მიწისძვრა მექსიკაში

შვიდ ბალიან მიწისძვრას მექსიკაში სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ოახაკის შტატში 50-მდე საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა, ასევე დაზიანდა მუნიციპალური მთავრობის შენობა და ეკლესია. სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე, სეისმოლოგიურმა ცენტრმა მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ განცხადება გაავრცელა. არა ერთმა მოქალაქემ შენობები მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.