მიწისძვრა იაპონიაში

ოთხი დაღუპული, 110 დაშავებული და 19 უგზოუკვლოდ დაკარგული. ეს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგია. კუნძულ ჰოკაიდოზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.7 მაგნიტუდა შეადგინა.

იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

მიწისძვრის ეპიცენტრი იბურას რაიონში, 37 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. სტიქიის შემდეგ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამასთან, მიწისძვრის შედეგად მთიან რეგიონებში მეწყერი ჩამოწვა.