მიწისძვრა იაპონიაში
მიწისძვრა მოხდა იაპონიაში. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში 7.1 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დაზიანდა ხიდები და ზოგიერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. „როიტერის“ ცნობით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე, რის გამოც, საგანგებო გაფრთხილება მოქმედებს.