მიწის სისტემური რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა სრულდება. რეფორმას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 წლიდან ახორციელებს. საამზომველო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის საკადასტრო დაფარვა უკვე 95%-ზე მეტია. კანონში შეტანილი ცვლილებები, ასევე ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის, „სახელმწიფო ამგეგმავის“ შექმნას. კანონპროექტის მიხედვით, საჯარო რეესტრს 2027 წლის პირველ იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების აღიარების უფლებამოსილება მიენიჭება.