მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის იანვრამდე გაგრძელდება

მიწის რეგისტრაციის პროცესი 2019 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. ვადის 6 თვით გახანგრძლივებას კანონში დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში გამარტივებული წესით განიხილება.

მისი ინიციატორები პარლამენტის წევრები ოთარ დანელია და ირაკლი შიოლაშვილი არიან. რეფორმის დაწყებიდან, 2018 წლის 15 ივნისამდე, 486 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე კი 105 712 განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს.