მიწის რეფორმა

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღეს დაამტკიცა. ინიციატივა თეა წულუკიანმა წარდაგინა. მთავრობის მეთაურმა კი აღნიშნა, რომ რეგიონებში მაცხოვრებლები ყველაზე ხშირად სწორედ ამ პრობლემას ასახელებენ. გადაწყვეტილების მიხედვით, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, 2022 წლის პირველ იანვრამდე სამკვიდრო მოწმობის გაცემა უფასო იქნება. აღინიშნა, რომ 2016 წლიდან დაწყებული, მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება მოქალაქეთა მხრიდან რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესითაა განპირობებული.