მიწის მესაკუთრეთა პროტესტი და თბილისის მერიის პასუხი - დედაქალაქის გენგეგმაში არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდება და მიწის მეპატრონეები საკუთრებას სურვილისამებრ გამოიყენებენ; ტერიტორიები, რომლებსაც ძველი ფუნქციური სტატუსი დაუბრუნდება

თბილისის მერია მიწის მესაკუთრეთა ერთი ნაწილის მიმართ დათმობაზე მიდის.

საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა ნაკვეთებს დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ სტატუსი შეეცვალა და რეაკრეაციულ ზონაში მოქცევის გამო იქ მშენებლობები აიკრძალა. მათ მიწებს ძველი გენ-გეგმით გათვალისწინებული სტატუსი უბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ მათ საკუთარ ნაკვეთებზე სამშენებლო სმაუშაოების უფლება ისევ ექნებათ. სწორედ ამ უფლების დაკარგვა იყო ათასობით მესაკუთრის რამდენიმეთვიანი პროტესტის მიზეზი. მათ შორის არიან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განლაგებული ნაკვეთების მფლობელები, რომლებმაც დღეს აქცია გამართეს.