მიწის ჩამოშლა მშენებლობაზე

ჯიქიას ქუჩაზე, 27 ნომერში სამშენებლო სამუშაოების დროს, ფერდობიდან მიწა ჩამოიშალა.

მერიის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე მდგომარეობას გაეცნო და უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის კომპანია 30 ათასი ლარით დააჯარიმა.

სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა ნორმების დაცვით მიმდინარეობს და ფერდობის მცირე ნაწილის ჩამოშლა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო.

ამ დროისთვის, ჯიქის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.