მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა

პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა. აპარატებში პლასტიკატის, ნახევარლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება. ასევე, რიყის პარკში ცხოველებისთვის 10-მდე სახლიც დაიდგა. უახლოეს პერიოდში მსგავსი თავშესაფრის განთავსება ქალაქის სხვა უბნებშიც იგეგმება.