მიუსაფარი ძაღლების პრობლემა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომლებმა, ზუგდიდში კიდევ 12 მიუსაფარი ძაღლი დააბრუნეს. ძაღლების დაბრუნებას მოხალისეები ელოდებოდნენ. სეს-ის განმარტებით, ზუგდიდიდან სულ 57 მიუსაფარი ძაღლი გაიყვანეს, ახლა ქუთაისის თავშესაფარში, მათი ინფორმაციით, 17 ძაღლი რჩება. ისინიც დაბრუნდებიან ჩვეულ გარემოში მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო მანიპულაცია ჩაუტარდებათ. ცხოველთა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მიუსაფარი ძაღლების ასე გაყვანა არ უნდა ხდებოდეს, მათი აზრით, აუცილებელია ძაღლების სტერილიზება და ვაქცინაცია, მაგრამ არა ასეთი ფორმით. 30 მარტს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები, სეს-მა ქუთაისში გადაიყვანა. მათ შორის საჭდებიანი ძაღლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, სულ 65 ძაღლი გადაიყვანეს.