მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ზუგდიდში

18:29, 02.04.2026

ზუგდიდში კიდევ 12 მიუსაფარი ძაღლი დააბრუნეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომლებმა. მათ განმარტებით, ზუგდიდიდან სულ 57 მიუსაფარი ძაღლი გაიყვანეს. ნაწილი შესაბამისი პროცედურების შემდეგ დააბრუნეს. 17 ძაღლი ამ დროისთვის ქუთაისის თავშესაფარში რჩება, მოგვიანებით კი საჭირო მანიპულაციებს ჩატარების შემდეგ, მათაც დააბრუნებენ.
ცხოველთა უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ მიუსაფარი ძაღლების ასე გაყვანა არ უნდა ხდებოდეს. მათი აზრით, აუცილებელია ძაღლების სტერილიზება და ვაქცინაცია, მაგრამ სხვა ფორმით.

შეგახსენებთ, 30 მარტს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისში გადაიყვანეს

მსგავსი