მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ზუგდიდში

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას ზუგდიდში. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. გაიზარდა ასევე დაკბენილი ადამიანების რაოდენობაც – რაც ბოლო 10 წლის მანძილზე 10-ჯერაა მომატებული. ამ თემაზე მოამბეს არაერთი რეპორტაჟი ჰქონდა, მათ შორის მარტვილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებაზე. ბოლო პერიოდში, ზუგდიდის მერიამ რამდენიმე პროექტი დაიწყო, მიმდინარეობს მიუსაფარი ძაღლების აცრა, სტერილიზება, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს საკმარისი არ არის.

რა ვითარებაა ამ კუთხით ზუგდიდში, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ საკმაოდ რთული ვითარებიდან და რას ფიქრობს ამ თემაზე საზოგადოება, – ნატალია ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები