მიუსაფარი ცხოველები ყინვაში - მოწოდებები მოსახლეობისადმი

ბოლო დღეებში არსებულმა რთულმა კლიმატურმა პირობებმა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით გამოავლინა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მოწოდებები, რომ მოქალაქეებმა ცხოველებს დახურულ სივრცეში გასათბობად შესვლის საშუალება მისცენ და საკვები მიაწოდონ, რაც მათ ყინვების გადატანაში დაეხმარება. სპეციალისტების თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია კანონის ამოქმედება, რომელიც ქუჩაში მცხოვრები ძაღლების პრობლემას სისტემურად მოაგვარებს. შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტში სასესიო განხილვები წელს გაიმართება. თუმცა, სპეციალისტების თქმით, პრობლემის საბოლოო მოგვარებას კანონის ამოქმედებიდან კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. მანამდე კი ქუჩაში მცხოვრებ ათიათასობით ცხოველს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს.