მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო. მშენებლობას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი სოფელ სხვილისში, ე.წ. ფარეხის ტერიტორიაზე აშენდება.