მიურატების მამულის რეაბილიტაცია სამეგრელოში

12:40, 13.02.2023

საქართველოს კულტურის მინისტრი სოფელ ჭკადუაშში მიურატების სასახლეს სტუმრობდა. მან პრინც აშილ მიურატის სასახლე მოინახულა და მამულში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. განიხილეს ისტორიული სასახლის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც 1890-იან წლებში აშენდა. პრინცი მიურატი დადიანების სიძე იყო. ის ეკატერინე ჭავჭავაძის შვილზე, სალომე დადიანზე 1868 წელს პარიზში დაქორწინდა.

მსგავსი