მიუნხენში მამუკა ბახტაძემ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა

მიუნხენში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მამუკა ბახტაძე სიტყვით მრგვალი მაგიდის ფორმატში გამოვიდა, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას მიეძღვნა. მრგვალი მაგიდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების იმ კონფერენციის ეგიდით გაიმართა, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება. ხელი მოეწერა ასევე ჩრდილოეთ მაკედონიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს.

დეტალებზე მიუნხენიდან ქეთევან ქარდავა ისაუბრებს.

დატოვე კომენტარი