მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი გზავნილები

ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიუნხენს ტოვებს.

უსაფრთხოების რიგით 54-ე კონფერენცია დასრულებულია. მისი არსებობის ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე წელს პირველად გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ოფიციალურმა თბილისმა კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერის გზავნილები როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი პარტნიორებისგან, თუმცა, კონფერენციაზე მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მედიასთან საუბრისას ყურადღება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების რისკებზე გაამახვილა.

გერმანელი მინისტრი აცხადებს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გერმანიაში საქართველოს არალეგალი მოქალაქეების და ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია მომავალში კვლავ მზარდი იქნება, გერმანიამ შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოითხოვოს.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ამის აუცილებლობა არ დადგება. ანალოგიურია ევროპარლამენტარ ელმარ ბროკის პოზიციაც. მიუნხენის კონფერენციაზე მათ გურამ როგავა ესაუბრა.