გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაიწყო.
სამდღიან კონფერენციას მსოფლიოს 60-მდე ლიდერი ესწრება. კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. კონფერენციას ესწრებიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პირველ დღეს მთავარი პროგრამა ფოკუსირებული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, გლობალური მმართველობის, დემოკრატიული მედეგობის, კლიმატური უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე. ღონისძიების დახურვის წინ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრისტოფ ჰოისგენისგან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.