მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა

18:08, 19.02.2023

ცოტა ხნის წინ დასრულდა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია, რომელმაც სამი დღის განმავლობაში გერმანიაში მსოფლიო ლიდერები შეკრიბა. კონფერენციის დახურვამდე ბოლო პანელები გაიმართა – მთავარი განსახილველი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, უსაფრთხოება და ევროკავშირის გაფართოება იყო. დღეს პანელურ დისკუსიაზე ჯოზეფ ბორელს მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო გაერთიანების წევრები გახდებიან. ოდნავ მოგვიანებით გამართულ პანელზე კი საკმაოდ თავისუფალი განცხადებები მოვისმინეთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ანა ბროლაძე მიუნხენის კონფერენციის მესამე დღის დასკვნითი დისკუსიის დეტალებით.

მსგავსი