ომი ევროპის კონტინენტზე, მშვიდობის კონტურები, უსაფრთხოების გარანტიები, აშშ-სა და ევროპის ურთიერთობა და ჩინეთის როლი საერთაშორისო ასპარეზზე. მიუნხენში ლიდერები ახალ მსოფლიო წესრიგსა და რეალობაზე მსჯელობენ. კონფერენციაში 50-მდე სახელმწიფოს ლიდერები და 120 ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები მონაწილეობენ, დღევანდელ გამოსვლებში ხაზი გაესვა ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობასა და შუა დერეფნის როლს. განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისკენ იყო მიმართული, რომელმაც ევროპას თანამშრომლობისკენ გაუწოდა ხელი და მიუნხენიდან პირდაპირ სლოვაკეთსა და უნგრეთს ეწვევა, სახელმწიფოებს, რომლებსაც აშშ ევროპაში ძირითად მოკავშირეებად ასახელებს.
კონფერენციაზე მიწვეულია საქართველო, სადაც ჩვენს ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციის მეორე დღე ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენა.
მთავარი გზავნილებით, სალომე ქოქიაშვილი შემოგვიერთდება მიუნხენიდან პირდაპირ ეთერში.