მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი მიუნხენია. ბავარიის დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. რამდენიმე საათის წინ უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა – მთავარი თემა დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და შეცვლილი საერთაშორისო წესრიგია. მიუნხენში 50-მდე ქვეყნის პირველი პირები, პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. შარშანდელისგან გასხვავებით, 62-ე კონფერენციაზე წარმოდგენილია საქართველო. მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა ცოტა ხნის წინ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. მიუნხენში იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივანი. უკვე ცნობილია, რომ გამომსვლელები ყურადღებას ბოლო პერიოდში ამერიკა-ევროკავშირს შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე და ევროკავშირის მომავალზე გაამახვილებენ ყურადღებას. მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა, რომლის მთავარი გზავნილი იყო ევროკავშირის გაძლიერება და მეტი დამოუკიდებლობა. დისკუსიაში მონაწილეობის დროს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი საგარეო საქმეთა მინისტრმა.