მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
ნატო-ს წევრებს მოუწევთ თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ის სამ პროცენტზე მნიშვნელოვნად მეტად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ადგენს შესაძლებლობების ახალ სამიზნეებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი თანხები. მანამდე დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვისთვის მშპ-ის ხუთი პროცენტი გამოყონ, რაც ამჟამინდელ ორ პროცენტთან შედარებით, მკვეთრი ზრდაა, რაზეც თავდაცვის ალიანსი ათი წლის წინ შეთანხმდა. სამომავლო სამიზნე, მაჩვენებელზე შეთანხმება ნატო-ს სამიტზე ივნისში ჰააგაში უნდა მოხდეს