საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება მოლდოვას, ჩეხეთისა და ესტონეთის პრეზიდენტთან, აშშ-ს დელეგაციასთან, ასევე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან.
დღესვე ზურაბიშვილი შეხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს. დაგეგმილია ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. მან ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით „საქართველო ყურადღების ცენტრში“.