მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა რეგიონის უსაფრთხოებაა, ამ უსაფრთხოებას კი საქართველოსთვის, ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება მოიტანს.