მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

დაახლოებით ორ საათში მიუნხენში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

მამუკა ბახტაძე მონაწილეობას მიიღებს ასევე თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.

ქეთევან ქარდავა დეტალებით მიუნხენიდან.

დატოვე კომენტარი