მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 58-ე კონფერენცია დღეს დაიხურება. დასკვნით დღეს მონაწილეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი, ასევე ესტონეთისა და ბელგიის ლიდერები მიმართავენ. დაგეგმილია ბელარუსი ოპოზიციონერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას გამოსვლაც. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინის კრიზისია. გუშინ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ნატო-სა და ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინას წევრობის პერსპექტივის კონკრეტული ვადები შესთავაზონ. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას წელს 600-მდე პოლიტიკოსი, ექსპერტი და უფლებადამცველი ესწრება. პირველად 1999 წლიდან კონფერენციაში არ მონაწილეობს რუსეთი.