მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია

„2008 წლის ომის შემდეგ არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და თუკი დღეს მიმდინარე ომი გაგრძელდება, ნიშნავს, რომ მას კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება. ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.