მიუნხენის კონფერენცია – მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართით

21:13, 14.02.2020

მწვავე განცხადებების მოსმენა უწევს მიუნხენში მყოფ რუსულ დელეგაციას.

სიტყვით გამოსვლის დროს გერმანიის პრეზიდენტმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ რუსეთმა საზღვრის გადახედვა პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

სწორედ რუსული ოკუპაციის შედეგებია ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს ქართული დელეგაცია ყველა შეხვედრაზე გააცნობს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის შემდეგ საქართველოს პრემიერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს შეხვდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეს იძიებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ რეზონანსულ საქმეში გარკვეული პროგრესია.

პრეს-კონფერენციის მსვლელობისას საქართველო ახსენა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც.

მსგავსი