მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უზნაძის ქუჩაზე

თბილისის მერი კომპანია ,,კავთის” ტენდერის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და სანქციებით ემუქრება.

ადრესატი კომპანიის წარმომადგენლები პრეტენზიას არ იღებენ, თუმცა სამუშაოების შეწყვეტაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება კითხვა: რატომ ჭიანურდება დედაქალაქში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჭიროა თუ არა სატენდერო პირობების შეცვლა.