მიტოვებული და მიუსაფარი ცხოველების პრობლემა

21:56, 17.04.2025

მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციაზე მიმართვის მაჩვენებელი გაზრდილია. უკონტროლო გამრავლების პრობლემის მოგვარებას შესაბამისი უწყებები სწორედ ამ მეთოდით ცდილობენ. მოსახლეობის ინფორმირებულობის და ჩართულობის გასაზრდელად გააქტიურებულია შესაბამისი კამპანიაც. იმატა პატრონის მხრიდან ძაღლების ქუჩაში დატოვების შემთხვევებმაც, რაც უკონტროლო გამრავლებას კიდევ უფრო ხელს უწყობს. ცალკე პრობლემაა მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაცია. სააგენტო იმუნიზაციის პროცესში დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს.

მსგავსი