მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამი ოსკარის, ხუთი გრემისა და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას  მიმდინარე წლის აპრილში პარიზში რამდენიმე კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი.

მიშელ ლეგრანი 200-ზე მეტი ფილმისა თუ სატელევიზიო სერიალის მუსიკის ავტორია.

კარიერის განმავლობაში ის ედიტ პიაფთან, მაილს დევისთან, რეი ჩარლზთან და ფრენკ სინატრასთან თანამშრომლობდა. პოპულარობა ჟაკ დემის ცნობილი მიუზიკლის „შერბურის ქოლგების“ გამოსვლისთანავე მოიპოვა.

კომპოზიტორი საქართველოსაც არა ერთხელ სტუმრობდა.