მიშა გომიაშვილი მახათას პანთეონში დაკრძალეს

18:49, 15.09.2022

საზოგადოებამ დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული წარმომადგენელი, მიშა გომიაშვილი.

მსახიობი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდები ორი დღის განმავლობაში, მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა. მიშა გომიაშვილი უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა, კოლეგებმა და გულშემატკივრებმა გააცილეს. მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ გრანპრი. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები მაყურებელს არაერთი თეატრალური თუ კინოროლიდან დაამახსოვრდა.

მსგავსი