მისამართები უმისამართო სოფელში

წეროვანის უმისამართო დასახლებაში მალე კარგად ნაცნობი ქუჩების სახელები გაჩნდება. რიგითი ნომრების ნაცვლად, თითოეული სახლის კედელზე იმ ქალაქებისა და სოფლების სახელწოდებებს წაიკითხავთ, სადაც ოჯახები ოკუპაციამდე ცხოვრობდნენ.

დასახლებაში არსებულ 2002 საცხოვრებელს სპეციალური წარწერით გაფორმებული ამდენივე ფილა დაამშვენებს. თამარ ბერიანიძის ინიციტივით, სულ მალე ერთი შეხედვით უფერული სახლები აგვისტოს ომის ისტორიას უჩვეულო ფორმით მოგვიყვებიან.