ქვემო ბოდბეში დაჭრის ფაქტზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრისთვის დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს დღეს ბრალს წარუდგენენ. მაჭარაშვილის თანასოფლელები აცხადებენ, რომ დანაშაული მან აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და სოფელი მას თავდებში უდგება.

56 წლის პაატა მაჭარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქვემო ბოდბეში ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყეს.

პაატა მაჭარაშვილს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, კობა თარაშვილი ორი დღის წინ სანადირო თოფით დაჭრა.

31 წლის კობა თარაშვილი კლინიკაშია მოთავსებული.