მირზა სუბელიანთან ომბუდსმენის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მირზა სუბელიანთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, სუბელიანს ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებისთვის ჩანაწერზე ინფორმაცია არ მიუწოდებია.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა სუბელიანი თავს დაცულად, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თავს დაცულად გრძნობს.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მირზა სუბელიანს არც იმაზე უსაუბრია, ვის ინტერესში შეიძლება იყოს ფარული ჩანაწერის გაკეთება.