მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მირზა სუბელიანს ადვოკატები ხვდებიან.

ინტერესების დამცველები სასჯელაღსრულების № 8 დაწესებულებაში დაახლობით 2 საათის წინ შევიდნენ. მანამდე კი ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელმა განაცხადა, რომ მას ფიზიკური ზეწოლის კვალი არ აღენიშნება და დაზიანებები, – სუბელიანის განმარტებით, – 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც მას სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

თეონა ხუბულავა მუშაობს თემაზე.