მირზა სუბელიანის ადვოკატი შსს-ში მივიდა

რამდენიმე წუთის წინ მირზა სუბელიანის ადვოკატი შსს-ში მივიდა. მირზა სუბელიანი ამ წუთებში გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. ის უწყებაში დღეს 12:00 საათზე მივიდა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთხელ სუბელიანის გამოკითხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი კორესპონდენტი გიორგი კობერიძე იმყოფება.