მირქმის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. მსახურება სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად შეასრულა. წირვის შემდეგ კი ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. დღევანდელი დღის მნიშვნელობის გარდა, პატრიარქმა პეტრე ცაავაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის ლოცულობს.