მირიან წიკლაურის განცხადება

„არსებული ვითარება არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას“, – ასე აფასებს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს. მისი განცხადებით, ეს პროცესები „ნაციონალური მოძაობის“ მიერ არის მართული, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. არსებულ ვითარებას აფასებს „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძეც.