„მიქელანჯელო – წლის ხელოვანი 2025“ – ამ სახელწოდებით „თბილისი მარიოტში“ მესამე საერთაშორისო პრემიის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება თანამედროვე ქართველი ხელოვანებისა და მხატვრების გამორჩეულ მიღწევებს ეძღვნება. პროექტი ქართული და იტალიური კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში იმართება და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებაა. ღონისძიების ორგანიზატორი Free Art Space Gallery, დიანა და ნინო რევაზიშვილები არიან.