კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის მორიგი სასამართლო.
რომეო მიქაუტაძის დღევანდლ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. მათი ინფორმაციით, მიქაუტაძე აძლევდა დიდი ოდენობით თანხებს, რომელსაც მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე რიცხავდნენ. მოწმეებმა დაადასტურეს ასევე, რომ მათ სახელზე არსებული ძვირადღირებული ავტომანქანები რეალურად მიქაუტაძის ოჯახს ეკუთვნოდა. დაცვის მხარის ინფორმაციით კი მიქაუტაძის ოჯახს ბიზნესი აქვს და თანხები კანონიერი იყო, რასაც სარევიზიო დასკვნითაც დაადასტურებენ.
მორიგი სხდომა 24 ნოემბერს დაინიშნა.