მიქაუტაძის სასამართლო
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე კერძოდ კი შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დაიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეს მხოლოდ შემოსავლების სამსახურში არსებულ თანხებზე ჰქონდა ინფორმაცია და კერძო ქონებიდან შემოსულ თანხებზე არა. ბრალდების მხარის თქმით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლითაც წარდგენილი ბრალი დასტურდება.