მიქაუტაძის სასამართლო

18:24, 23.01.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ექვსი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა მიქაუტაძემ და მისმა ადვოკატებმა გამოძების ეტაპზე მიცემული ამ პირების ჩვენება სადავო არ გახადა, შესაბამისად მოწმეები აღარ დაიკითხნენ. პროცესზე გადაისინჯა რომეო მიქაუტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც. ყოფილი მაღალჩინოსანი კვლავ პატიმრობაში დარჩა. მიქაუტაძეს სახელმწიფო ბრალდება ბოროტად სამსახურებრივ უფლებამოსილების გამოყენებას ედავა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი