მინსკში თვითმფრინავი იძულებით დასვეს

უკვე ამოქმედებული და დაანონსებული სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ.

მინსკის აეროპორტში ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ რეისის იძულებით დაშვების გამო ოფიციალური მინსკი მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ადრესატია. ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაწილი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს წყვეტს. დასავლეთი ბელარუსის ხელისუფლებას სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებაში ადანაშაულებს. 23 მაისს ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი და იძულების წესით მინსკში დამჯდარი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაკავებულია. აშშ და ევროკავშირი მის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

სამშობლოდან წლების წინ გახიზნული პროტასევიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციური ინსტაგრამ არხის, „ნექსტას“ ყოფილი მთავარი რედაქტორია. ის ბელარუსში შარშან ლუკაშენკოს მეექვსედ გაპრეზიდენტების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებდა.

 

დატოვე კომენტარი