მინისტრთა კაბინეტის შემაჯამებელი სხდომა

საქართველოს პრემიერმა პრემიერობის პირველი წელი შეაჯამა.

მინისტრთა კაბინეტი მთავრობის სხდომაზე წელს ბოლოჯერ შეიკრიბა. მიღწევებზე საუბრის დროს განსაკუთრებული აქცენტი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებულ პროგრესზე გაკეთდა. გამოიყო აშშ-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა და კონგრესის მიერ მიღებული მხარდამჭერი დოკუმენტებიც.

ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მთავრობის მეთაური სიღარიბეს ასახელებს და პრობლემის გადასაჭრელად მომავალ წელს ახალი პროგრამების დაწყებას და ისეთი ეკონომიკური მოდელის შექმნას აანონსებს, რომლითაც ეკონომიკური ზრდა ყველა მოქალაქის ჯიბეზე აისახება.