მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდში მხოლოდ ერთი ცვლილებაა. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურაა წარდგენილი. ცნობილი გახდა, რომ გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელდა.