მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პარლამენტში

21:07, 21.12.2017

გუშინდელისგან გასხვავებით, პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომა შედარებით მშვიდად მიმდინარეობს.

იყო რამდენიმე რეპლიკა, თუმცა შელაპარაკება მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში ამჯერად აღარ გადაზრდილა. განახლებული მთავრობის ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც კითხვები, ძირითადად, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გადასახადებზე, პენსიებზე, განათლების სისტემაში მოსალოდნელ რეფორმებზე და პედაგოგების ხელფასებზე დაისვა.

 

მსგავსი