მინისტრთა ახალი კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულია

მინისტრთა ახალი კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა დამტკიცებულია. 98 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – ქვეყანას განახლებული მთავრობა ჰყავს.

კენჭისყრას წინ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები უძღოდა. გიორგი გახარიას სიტყვის შემდეგ, სხდომა ფრაქციებისა და კომიტეტების გამოსვლებით გაგრძელდა. მოგვიანებით კი შემაჯამებელი სიტყვით ისევ გიორგი გახარია წარდგა.

სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი. “ნაციონალური მოძრაობა” დარბაზში მხოლოდ დროებით შევიდა. დეპუტატების წინაშე ნიკა მელია გამოვიდა, რის შემდეგაც პარტიის წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა “ევროპული საქართველო”.

თემის დეტალები “მოამბეში”.