მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში

ფრაქციებამდე მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარ გეგმებზე კომიტეტებში ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში განახლებული მთავრობის სამი ახალი სახე იყო. სწორედ მათი მისამართით დაისვა ყველაზე მეტი შეკითხვა. მოქალაქეების მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, ეკონომიკური ზრდის შედეგების ყველა მოქალაქის ჯიბეზე ასახვა, მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხუთდონიანი რეფორმა განათლების სასტემაში – ასეთია ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების და კულტურის მინისტრობის კანდიდატთა გზავნილები.

დაანონსდა რამდენიმე, – მათ შორის საგადასახადო ჯარიმების შემცირების, – ინიციატივაც.