მინისტრის სტიპენდია საუკეთესო სტუდენტებისთვის

12:30, 05.08.2025

განათლების მინისტრმა 2025-2026 აკადემიური წლის საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს მინისტრის სახელობითი სტიპენდია გადასცა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის სამაგისტრო პროგრამების საუკეთესო შედეგის მქონე სტიპენდიატს ვალერი არავიაშვილს, რომელიც სწავლას დიდ ბრიტანეთში ფსიქოთერაპიის პროგრამაზე გააგრძელებს. 2025-2026 სასწავლო წლისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლა 249 ახალგაზრდას დაუფინანსა. ისინი ცოდნის მიღებას მსოფლიოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

მსგავსი